ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი აითაჯ მამედოვა. მედიცინის ფაკულტეტი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.